პრეპარატ „გეოორგანიკ“-ის ძირითადი თვისებებია:
პრეპარატში შემავალი ჰუმინური, ფულვინური და სხვა ორგანული მჟავების (ადსორბციული, კატალიზატორული, აკუმულატორული, პროექტორულ-ტრანსპორტული და სხვა), მიკროელემენტებისა და ამონიფიკატორი ბაქტერიების მრავალფუნქციონირება საშუალებას ხდის შეიქმნას ერთიანი ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესები ნიადაგსა და მცენარეებში, რაც საშუალებას აძლევს პრეპარატ „გეოორგანიკ“-ს შეასრულოს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:
· ვიადსორბციული - ახდენს ქიმიურად აგრესიულ ნივთიერებათა ნეიტრალიზაციას;
· აკუმულატორული - აგროვებს ხანგრძლივი დროით მოქმედ საკვები ელემენტების, ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მარაგებს;
· სატრანსპორტო - წარმოქმნის ორგანულ-მინერალური შენაერთების კომპლექსს მეტალებთან და მიკროელემენტებთან ერთად, რომლებიც აქტიურად მიგრირებენ მცენარეში;
· რეგულატორული - ახდენს ნიადაგის ფერის ფორმირებას და არეგულირებენ ნიადაგში მინერალურ კვებას, კათიონურ ცვლას, ბუფერობას და ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;
· პროტექტორული - ტოქსიკურ ნივთიერებებათა და ორგანული ნივთიერებების რადიონუკლიდების სორბციის გზით აფერხებს მათ მოხვედრას მცენარეში;
· ფიზიოლოგიური - ასტიმულირებს თესლის გაღივებას, ააქტიურებენ მცენარეთა სუნთქვას და ა.შ.;
· კატალიზატორული - აჩქარებს რა სასიცოცხლო პროცესებს, აქტიურად მიმდინარეობს მცენარეთა ზრდა-განვითარება და მატულობს მოსავლიანობა, რის შედეგადაც თუნდაც ხანმოკლე ზაფხულის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა კულტურათა უხვი მოსავალი;
· ადაპტოგენური - ამაღლებს მცენარეთა უნარს შეეწინააღმდეგონ დაავადებებს, გვალვას, წაყინვებს, ჭარბტენიანობას, ნიადაგში არსებულ აზოტის მარილების მაღალ დოზებს;
· დაცვითი - გააჩნია ბაქტეროციდური და ფუნგიციდური თვისებები, რადგანაც ამონიფიკატური ბაქტერიები ახშობენ ლპობის და პათოგენური მიკროფლორის განვითარებას მცენარეტბში და ნიადაგში, ამაღლებს მცენარეთა მდგრადობას სხვადასხვა დაავადებებისადმი: ფიტოფტოროზისადმი, ფურიოზისადმი რუსული დაავა დებებისადმი.
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეპარატ „გეოორგანიკ“-ის გამოყენება საშუალებას იძლევა ამოვიღოთ თესლბრუნვის აუცილებლობა, მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მაღალი გემოვნური და საკვები ფასეულობით ნებისმიერ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში.
პრეპარატ „გეოორგანიკ“-ით ნიადაგის დამუშავება:
· პრეპარატ „გეოორგანიკ“-ით ფესვური გამოკვება განაპირობებს მცენარეთა ოპტიმალურ ზრდა-განვითარებას (ე.ი ასრულებს ზრდის ბუნებრივი რეგულატორის როლს), რასაც მივყავართ მოსავლიანობის ზრდასთან და მოსავლის მომწიფების ვადების შემცირებასთან. ამასთან ერთად, გამოირიცხება მცენარისა და ნიადაგის სიდამპლის გამომწვევი დაავადებების გავრცელება.
· პრეპარატი „გეოორგანიკ“-ი აძლიერებს მცენარეთა კვებას. პრეპარატში შემავალი ორგანული მჟავები აზოტთან და ფოსფორთან ერთად წარმოქმნიან კომპლექსურ შენაერთებს, რომლებიც ადვილად შეითვისებდია მცენარეებისთვის;
· პრეპარატის ორგანული მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეში საკვები ელემენტების ტრანსპორტირებაში, რადგანაც წარმოადგენენ ბუნებრივ კომპლექსწარმომქმნელ შენაერთებს. აღნიშნული ორგანული მჟავები ხელს უწყობენ ქლოროფილის, ვიტამინი „С“-ს, შაქრების, ამინომჟავების, ფერმენტების, პროტეინებისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების წარმოქმნას. პრეპარატი „გეოორგანიკ“-ი, აფერხებს რა ნიტრატების დაგროვებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას მცენარეში. სელექციურად აუმჯობესებს უჯრედის მემბრანის გამტარიანობას კალიუმის იონებისათვის, რითაც ამაღლებს მოსავლის არა მარტო რაოდენობას, არამედ ხარისხსაც;
· პრეპარატი „გეოორგანიკ“-ის ბაკურ ნაზავში გამოყენება საშუალებას იძლევა შევამციროთ მასში შესატანი შხამქიმიკატების რაოდენობა 30-40%-ით;
· პრეპარატი „გეოორგანიკ“-ი საუკეთესო შედეგებს იძლევა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაფესვიანებისას, არამედ დეკორაციულ კულტურებშიც. ის შეიძლება გამოიყენონ, როგორც პროფესიონალმა მებაღეებმა, ასევე მოყვარულებმაც. პრეპარატი აჩქარებს მცენარეთა ახალ პირობებთან შეგუების ვადებს და ხელს უწყობს მცენარეების ფესვთა სისტემის განვითარებას.
· პრეპარატი „გეოორგანიკ“-ი ასევე ეფექტურია ოთახის ყვავილების გამოსაყვანად: უმეტესობა ოთახის კულტურები დადებითად აღიქვამს აღნიშნული პრეპარატით ფესვურ გამოკვებას.
· პრეპარატი „გეოორგანიკ“-ი ანელებს სილის მოძრაობას, ღრმა ფენებში ჰუმუსის ჰორიზონტის შექმნის ხარჯზე, რადგანაც მცენარეთა ფესვთა სისტემის ნიადაგში ღრმად გავრცელების შემთხვევაში მიმდინარეობს სილის მოძრაობის შეჩერება, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას არა მარტო დროებითი ჰორიზონტი, არამედ აამაღლოს მისი მდგრადობა და ცხოველმყოფელობა სილიან გარემოში.
ნიადაგის პრეპარატ „გეოორგანიკ“-ით დამუშავება საშუალებას იძლევა:
· აღადგინოს ნიადაგის სტრუქტურა ორგანული მჟავების კომპლექსწარმომქმნელი უნარის წყალობით, რის შედეგადაც ფორმირდება ისეთი მინერალური შენაერთები, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას;
· აამაღლოს ნიადაგის ნაყოფიერება და შეამციროს ჰუმუსის უარყოფითი ბალანსი: პრეპარატში შემავალი ორგანული მჟავები, მიკროელემენტები და ამონიფიკატორი ბაქტერიები ანადგურებენ პათოგენურ მიკროფლორას და ასტიმულირებენ სასარგებლო ნიადაგური მიკროორგანიზმების განვითარებას, რაც თავის მხრივ აჩქარებს ნიადაგის გასუფთავებასა და აღდგენას, მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების გადამუშავება მცენარეთა ფესვთა სისტემის მიერ შესათვისებად საკვებ ფორმაში და ხელს უწყობს ჰუმუსის დაგროვებას; ორგანული მჟავების აკუმულაციური და ტრანსპორტირების ფუნქციების წყალობით ნიადაგში მიმდინარეობს ძირითადი ორგანული და მინერალური საკვები ელემენტების დაგროვება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მიკროფლორის ნორმალური განვითარებისათვის;
· ეფექტურად აწარმოოს დაბინძურებული წყალსაცავების გაწმენდა ქიმიურად აგრესიული ნივთიერებების ნეიტრალიზაციისას ხარჯზე, დააჩქაროს ორგანული ნივთიერებების გახრწნის პროცესი, გააუმჯობესოს წყლის სტრუქტურა, რითაც ხელი ეწყობა წყლის ბიოცენოზის აღდგენას;
· გააუმჯობესოს წყლის ხარისხი. წყალში შეღწევისას ორგანული მჟავები და ამონიფიკატორი ბაქტერიების კომპლექსი ცვლიან წყლის სტრუქტურას, წყალი ღებულობს „მზრალი წყლის“ თვისებას და აუმჯობესებს მცენარეთა კვებას;
· აამაღლოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გვალვაგამძლეობა და მოსავლიანობა. ორგანული მჟავების მაღალი კონცენტრაციის პირობებში მიმდინარეობს ნიადაგის აერაციის ხარისხის და წყლის მოცულობითი რაოდენობის მატება, რაც აუმჯობესებს ნიადაგის ტენტევადობას, რითაც ხელს უწყობს მცენარის უკეთ განვითარებას. ორგანული მჟავები, მიკროელემენტები და ამონიფიკატორი ბაქტერიების კომპლექსი ხელს უწყობენ მცენარეთა ფესვთა სისტემის ზრდას 1,7-2,5-მდე, რაც საშუალებას აძლევს ფესვებს უფრო ღრმად შეიჭრან ნიადაგში და გამოიყენონ იქ არსებული ტენი და მცენარე ნაკლებად მომთხოვნი ხდება მორწყვისადმი.
· გადაიყვანის მძიმე მეტალები ინერტულ, მცენარისათვის შეუთვისებად ფორმაში, დააჩქაროს ქიმიურად აგრესიული ნივთიერებებისა და სამრეწველო ნარჩენების შხამების ნეიტრალიზაციას;
· შეამციროს რადიაციული ფონი, რითაც იზრდება ნიადაგის ეკოლოგიური თვისებები.
· დააბრუნოს დეგრადირებული ნიადაგები სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიაში.
დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანული ნივთიერებები ნიადაგში წარმოადგენენ მცენარისათვის საწყის საკვებ ელემენტებს. ნიადაგის მიკროორგანიზმები, ხრწნიან რა ჰუმინურ ნივთიერებებს, ამარაგებენ მცენარეს საკვები ელემენტებით მინერალური ფორმით. ორგანული მჟავები, მიკროელემენტები და ამონიფიკატორი ბაქტერიები, რომლებიც შედიან „გეოორგანიკ“-ის შემადგენლობაში, ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ნიადაგის თვისებებზე, მცენარეთა განვითარებაზე აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს. ასტიმულირებენ მცენარეთა ზრდა-განვითარებას, ბოჭავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს და რადიონუკლიდებს და, როგორც შედეგი, ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მიღებას. თავისი უნიკალური თვისებებით პრეპარატ „გეოორგანიკ“-ს შეუძლია უმოკლეს დროში გადაჭრას სასურსათო უზრუნველყოფა და ეკოლოგიური უვნებლობა არა მარტო ცალკე აღებულ რეგიონსა და ქვეყანაში, რადგანაც იგი გამოიყენება ნებისმიერ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, ყველა ტიპის ნიადაგსა და ნებისმიერ მცენარეზე.
|