![]() |
ნიადაგში ბაქტოფერტის შეტანის შემდეგ მცენარე სრულად უზრუნველყოფილია აზოტით ფოსფორით და კალიუმით. როგორც ცნობილია, მცენარე კვების ყველა ელემენტს იღებს ნიადაგიდან და ჰაერიდან. მათ შორის მთავარი მიკროელემენტები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი), მიუხედავათ იმისა რომ ნიადაგში მათიშემცვლელობა დიდი რაოდენობითაა, ხშირად ისინი იმყოფებიან მცენარისთვის მიუწვდომელ ფორმაში. ბაქტერიული ორგანო-მინერალური სასუქის ,,ბაქტოფერტის" შექმნის პროცესში, ჩვენს მიერ შერჩეულ იქნა ნიადაგის რიზოსფერული მიკროორგანიზმების შტამები, რომლებიც თავიანთი მორფოლოგიური, კულტურალური და ბიოქიმიური თვისებებით განეკუთვნებიან სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ჯგუფებს. მათ შორის: აზოტფიქსატორებს, ამინოფიკატორებს, ფოსფატდამშლელებს, სილიკატურებს, ცელულოზადამშლელებს. სასუქ ბაქტოფერტის შეტანისას მიკროორგანიზმები და მათ შემადგენლობაში შემავალი მეტაბოლიტები სახლდებიან მცენარის ფესვის სივრცეში, რის შემდეგაც იწყებენ ბიოქიმიურ რეაქციებში მონაწილეობას. ამის შემდეგ ნიადაგი აღიდღგენს და იუმჯობესებს თავის თვისებებს. ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, მინერალური და ორგანული ნივთიერებები გადადიან მცენარისათვის ასათვისებელ ფორმებში. ერთი ჯგუფის მიკროორგანიზმების გამონაყოფი ემსახურება სხვების კვებას და პირიქით, ხოლო საბოლოო ჯამში მცენარის კვებას. ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის მიღწევა განპირობებულია სასუქ ბაქტოფერტში შემავალი მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიური ჯგუფების და მათი მეტაბოლისმის პროდუქტების (ვიტამინები, ფერმენტები, ჰორმონები, ამინომჟავები) უნარით განახორციელოს შემდეგი ფუნქციები: 1. თავისუფლადმცხოვრები აზოტფიქსაციის მიკროორგანიზმებით მოახდინოს ატმოსფერული აზოტის ბოილოგიური ფიქსაცია და მონაწილეობა მიიღოს ნიადაგში ამ ელემენტის შენაერთების გარდაქმნაში ყველა ციკლში. 2. გარდაქმნას ნიადაგში არსებული ფოსფორითა და კალიუმუს ძნელად ხსნადი რეზერვები მცენარისათვის ასათვისებელ ფორმებში. 3. განახორციელოს ჰუმიფიკაცია (აქტივაცია) სასუქის სუბსტრატის - ლეონარდიტის (მურა ნახშირის) |
![]() |
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი
|
![]() |
ბაქტოფერტი |
![]() |
1,5 კილოგრამი რეკომენდირებულია ნებისმიერი ყვავილი, ხილისა და ბოსტნეულისათვის. მიკროორგანიზმები, რომლებიც გვხვდებიან ნიადაგში, წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების რეგულატორებს. თავიანთი ცხოველქმედების პროცესში ისინი გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, როლებსაც შეუძლიათ მასტიმულირებელი ზემოქმედება მოახდინონ მცენარის ზრდა-განვითარებაზე.. ბოსტნეულ კულტურებში მნიშვნელოვნათ მაღლდება მათი სიმჭიდროვე, ზრდის ენერგია და სიჩქარე. ჩითილებზე, გრუნტში გადარგვის შემდეგ, „ბაქტოფერტი“ თავს იჩენს, როგორც კარგი ფესვწარმომქმნელი. მცენარის შემგუებლობა უმჯობესდება, მათ წარმოექმნებათ მძლავრი ფესვთა სისტემა. ადრე იწყებენ აყვავებას, მათი მოსავლიანობა იზრდება 30-40%-ით.
ზრდის მოსავლიანობას, ნაყოფის ზომებსა და აჩქარებს დამწიფების ვადებს, აგრეთვე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. ამცირებს ნიტრატების შემცველობას. უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, მისი წყალ-საჰაერო და თბური რეჟიმები, ჩქარდება ჰუმიფიკაციის ბუნებრივი პროცესი და ნიადაგი მდიდრდება ჰუმუსით. სასუქი „ბაქტოფერტ“, როგორც ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთაა, უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მცენარეებში არ გროვდება. სასუქ „ბაქტოფერტ“-ის გამოყენების აგრო-დოზა -- 1,5 კგ: სასუქი „ბაქტოფერტ“ შეიტანება წელიწადში ერთხელ, 30-50 გრ. 1 კვადრატულ მეტრზე. |
![]() |
ეფექტური საშუალება თქვენი სახლისათვის ეკოლოგიურად სუფთა და მდიდარი მოსავლის მისაღებად. ხელს უწყობს მცენარეების მძლავრ ზრდას, ზრდის ფოთლების მწვანე მასას, ბოლქვების წარმოქმნას და უხვ ყვავილობას. ბაქტოფერტი აბები 25 ცალი. მიკროორგანიზმები, რომლებიც გვხვდებიან ნიადაგში, წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების რეგულატორებს. თავიანთი ცხოველქმედების პროცესში ისინი გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, როლებსაც შეუძლიათ მასტიმულირებელი ზემოქმედება მოახდინონ მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ბოსტნეულ კულტურებში მნიშვნელოვნად მაღლდება მათი სიმჭიდროვე, ზრდის ენერგია და სიჩქარე. ჩითილებზე, გრუნტში გადარგვის შემდეგ, „ბაქტოფერტ“ თავს იჩენს, როგორც კარგი ფესვწარმომქმნელი. მცენარის შემგუებლობა უმჯობესდება, მათ წარმოექმნებათ მძლავრი ფესვთა სისტემა. ჰუმინური რეგულატორებით დამუშავების შემდეგ, მოზრდილი მცენარეები სწრაფად იზრდებიან, ადრე იწყებენ აყვავებას. ბაქტერიული, ორგანო-მინერალური სასუქის „ბაქტოფერტ“ გამოყენების ეფექტი ერთნაირად მაღალია როგორც ღია გრუნტებში მისი გამოყენებისას, ასევე სათბურებში. უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, მისი წყალ-საჰაერო და თბური რეჟიმები, ჩქარდება ჰუმიფიკაციის ბუნებრივი პროცესი და ნიადაგი მდიდრდება ჰუმუსით. სასუქი „ბაქტოფერტ“, როგორც ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთაა, უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და მცენარეებზე არ გროვდება. |
ბაქტერიული, ორგანო-მინერალური სასუქი „ბაქტოფერტ“, მიღებული ნიადაგურ მიკროორგანიზმებზე და მათი მეტაბოლიზმის პროდუტებზე (ვიტამინები, ფერმენტები, ჰორმონები, ამინომჟავები) ბიოლოგიური ზემოქმედების შედეგად ბუნებრივ ნედლეულზე - ცეოლიტი და ლეონარდიტი (მურა ნახშირი). მოცემული სასუქი ითავსებს ორგანული, მინერალური და ბაქტერიული სასუქების თვისებებს და ამიტომაც მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. სასუქ „ბაქტოფერტ“-ის მოქმედების პრინციპი სასუქ „ბაქტოფერტ“-ს ახასიათებს შემდეგი ძირითადი თვისებები: 1. ენერგეტიკული - ნიადაგშებში მცენარეთა საკვები ელემენტების დაგროვება, მობილიზაცია და დოზირება; 2. ფიზიოლოგიური - ვეგეტაციის (აყვავების) და დამწიფების დაჩქარება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის. ნიადაგისმიერი მიკროორგანიზმების რაოდენობის ზრდა მათი მოქმედების სტიმულირება, ჰუმუსის შემცველობის ამაღლება; 3. დამცავი - მცენარეთა და და სასარგებლო მიკროორგანიზმების დაცვა მავნე ნივთიერებათა ზემოქმედებისგან, არახელსაყრელი კლიმატური ფაქტორების მიმართ მცენარეების გამძლეობის ზრდა; 4. მასტრუქტურირებელი - ნიადაგის სტრუქტურის, ფიზიკური თვისებების , ასევე წყალ-საჰაერო ბალანსის (აირაცია, ნესტტევადობა და მჟავიანობის შემცირება) გაუმჯობესება; 5. ეკოლოგიური --- ნიადაგების, მიწისქვეშა წყლებისა და ატმოსფეროს დაბინძურების გამორიცხვა; ჩვენი სასუქის აღნიშნული თვისებების და განსაკუთრებული მრავალფუნქციურობის მთავარი მიზეზი არის მისი კომპონენტური შემადგენლობა, რომელშიც შედის: · ბუნებრივი ცეოლიტი კლინოპტილოლიტის მაღალი შემცველობით (95-100 %); · ლეონარდიტი (მურა ნახშირი) ახლაციხის საბადოდან ორგანულ ნივთიერებათა მაღალი შემცველობით (85%-მდე); · ნიადაგური, სხვადასხვა ფიზიოლოგიური ჯგუფების ჰეტეროტროფული მიკროორგანიზმების ასოციაციები; სასუქ „ბაქტოფერტ“-ის თვისებები : - სასუქი „ბაქტოფერტი“ აჩქარებს ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს ნიადაგებში; - ცვლის მჟავიანობას და ჟანგვა-აღდგენის პროცესებს ნიადაგებში; - აგროვებს ორგანულ ნივთიერებებს, ორგანო-მინერალურ მჟავებს, ამინომჟავებს და ბაქტერიული წარმომავლობის ჰუმატებს; ახდენს ფერმენტების და ვიტამინების სინთეზირებას; - ათავისუფლებს, შლის და ლოკალიზებას უკეთებს ნიადაგებში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებათა დაგროვებებს, რომლებიც ჰუმუსის წარმოქნის საფუძველს შეადგენენ; - გადაამუშავებს ნიადაგებში არსებულ მცენარეულ და და ცხოველურ ნარჩენებს ჰუმუსად; - ამუხრუჭებს საკვებ ნივთიერებათა გამორეცხვას და და NPK-ს უხსნადი შენაერთები გადაჰყავს მცენარეთათვის ასათვისებელ ფორმებში; - ახდენს ნიადაგებში მიკროელემენტების სწრაფ აღდგენას და მათ გარდაქმნას მცენარეებისთვის ათვისებად ფორმებში; - სასუქი „ბაქტოფერტი“ არ გამოირეცხება ნიადაგიდან და თანდათანობით ადოზირებს საკვებ ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს ნიადაგში ხანგრძლივი დროის განმავლობაში; - აუმჯობესებს ნიადაგის სორბიციულ თვისებებს და ააქტიურებს ფოტოსინთეზისა და ჰემოსინთეზის პროცესებს, ხოლო ჰემოსინთეზისას გამოყოფილი გოგირდი აკუმულირდება მიკროორგანიზმების უჯრედებში და ნიადაგი არ ბინძურდება. სასუქის ფიზიკურ - ქიმიური შემადგენლობა მოქმედი ნივთიერებანი, მათ შორის: მიკროორგანიზმების კულტურალური სითხე - არა უმეტეს 17,0%-სა; ორგანულ ნაწილთა (ნაწილაკთა) მასური წილი - არანაკლებ 50%-სა; მათ შორის: - ჰუმინური მჟავებისა, არა ნაკლებ 68,0%-სა; - სხვა ორგანული მჟავებისა, არანაკლებ 18,0%-სა; მინერალური ნაწილაკების მასური წილი, არანაკლებ 33%-სა, მათგან: - მაკროელემენტების მასური წილი: მათ შორის: N>0,85%; P>0,80%; K>1,75%; CaO>1,52%; S<1,2%; MgO<0,65%; Fe O <1,7%; 2 3 - მიკროელემენტების მასური წილი: მათ შორის: Zn<0,005%; Cu<0,0006%; Mn<0,0006%; Co<0,0003%; Mo<0,0007%; B<0,27%; KIO3 <0,0003%. სასუქ „ბაქტოფერტ“-ის გამოყენებით: · მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები; · უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი; · იზრდება მოსავლიანობა 20-25%-ით და მეტად; · ამცირებს მოსავლის დამწიფების ვადას 2 - კვირამდე; · იზრდება ნაყოფის ზომა და რაოდენობა 1,2 -1,5 ჯერ; |